Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა

სასტუმრო "პულმან თბილისი აქსის თაუერსსა" და სფფ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარლგებში, პულმანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება.

თანამშრომლობის აღსანიშნად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსნადრე იაშვილმა სასტუმრო პულმანის გენერალურ მენეჯერს, ვინსენტ დიუჟარდენს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა.

ვინსენტ დუჟარდინს, სასტუმრო "პულმან თბილისი აქსის თაუერსის" გენერალური მენეჯერი: „ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძლობა. ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებას ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჩვენი მხრიდან ხელს შევუწყობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და სათანადო გარემოთი.

Accor-ის ორგანიზაციას აქვს საფეხბურთო სამყაროსთან წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ არსებული გამოცდილება საშუალებას მოგვცემს სფფ-სთან თანამშრომლობა იყოს ხანგრძლივი და წარმატებული.

კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას საქართველოს ნაკრებს ყველა თამაშაზე.“

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „დიდი მადლობა ბატონ ვინსენტს და სასტუმრო პულმანის მთლიან გუნდს. მოხარული ვარ ჩვენ შორის შემდგარი თანამშრომლობით და მჯერა, რომ ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი სასტუმრო პულმანში თავს კომფორტულად იგრძნობს და ყველანაირი პირობა ექნება სრულფასოვანი მომზადებისთვის“.

ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ-კლასის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში 2022 წლის ივნისში გაიხსნა. ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმროა, 220 ლოფტის ტიპის ოთახითა და 2000 მ2 - ის საკონფერენციო სივრცეებით. 140 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული რესტორნიდან და ბარიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება.

(R)

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა