სამარცხვინო რეალობაა, რომ შალვა რამიშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისა და სწორი პოზიციისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს “ქართული ოცნებიდან”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი გვიანი არასდროს არაა.
„საქართველოში და არამარტო, ბევრი გარემოება ქალებს ხელს უშლით, რომ ამ მძიმე გამოცდილებებზე საჯაროდ ან საერთოდ ისაუბრონ. ე.წ ქართული კონტექსტიდან გამომდინარე, რთული იყო აქამდეც ამ საკითხზე საუბარი, ამიტომ შემთხვევიდან ხუთი და ათი წლის მერეც მორალურად ყოველთვის გამართლებულია ამ საკითხზე საუბარი. ამით შესაძლოა სხვა ქალები გადაურჩნენ მსგავს ტრავმებს. შესაბამისად, ყოველთვის სოლიდარული ვარ იმ ქალების მიმართ, ვინც თავს იცავს და იწყებს მოქმედებას არსებული მექანიზმების გამოყენებით, მოძალადის სამხილებლად. ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალია, რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე. მინიმუმ იმით, რომ მხარდაჭერა გამოვიჩინოთ, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და თუ ჩვენზეა დამოკიდებული უფრო ეფექტური მეთოდით რეაგირება, ვიმოქმედოთ შესაბამისად, მივმართოთ სახალხო დამცველის ოფისს საკითხის შესწავლის მიზნით და/ან სასამართლოში სარჩელის წარდგენით.
სამარცხვინო რეალობაა, რომ შალვა რამიშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისა და სწორი პოზიციისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს “ქართული ოცნებიდან”.
სოლიდარობა მაკოს, გვანცას, ანანოს, თათიას და სხვებს...“ - წერს თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც „პოსტივის“ წამყვანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.