ტარიელ ნაკაიძე - ამ ქვეყნის სიმდიდრე მრავალფეროვნებაშია, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს - გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას

ამ ქვეყნის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს, მე გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა.

„ჯაფარიძემ მიკროფონი მითავაზა, რასაც მოჰყვა შემდგომი დაპირისპირება. აქ მნიშვნელოვანი ის არ არის რა მოხდა ფიზიკურად, აქ მნიშვნელოვანია დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“, თუმცა, ხალხის ძალა იცით სად არის და იცით, რა გააკეთა ხალხმა და როგორ ჩააგდო ის კანონი. „ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ჰქონდეთ პრეტენზიები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ და უსაფრთხოების ჭრილში განიხილონ. სწორედ ეს იყო სოზარის სიტყვა - 20 წელია გიცნობ. მე მასთან ვთანამშრომლობდი, როცა ის იყო სახალხო დამცველი და გვეხმარებოდა უფლებების დაცვის ნაწილში. არ მივცემ არავის საშუალებას და პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზანიც ეს იყო... იცით მუსლიმი თემის წარმომადგენლად ვითვლებოდი და უფლებებს ვიცავდი, მისი დამოკიდებულებაც ეს იყო - მან იცის რომ აგენტი ვარ, არსად არ ამბობს ამას და თურმე აგენტი ვმუშაობ ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების სამსახურები კი თურმე გაჩუმებული არიან, რადგან ძლიერი ვარ და მაქვს რაღაც ისეთი, რომ ვერ მეკარებიან, ეს ხომ აბსურდია. აქ გამოჩნდა სოზარის და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების მიმართ”, - განაცხადა ნაკაიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა