ლევან ჟორჟოლიანი სტრასბურგში გამართულ რეგიონების პალატის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ამოცანაა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. ეს რეფორმები არის გზა ევროკავშირისკენ, ოჯახისკენ, რომელსაც საქართველო ისტორიულად ეკუთვნის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამართულ რეგიონების პალატის შეხვედრაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავის მოხსენებაში, ლევან ჟორჟოლიანმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, „მწვანე დღის წესრიგის“ მიზნებსა და ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა სფეროების რეფორმირებას აგრძელებს.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, თავის გამოსვლაში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კორიდორს, აქვს პოტენციალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში თავისი როლი გაზარდოს და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

„გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ძალისხმევას არ იშურებს, რათა ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებისა და განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ევროკავშირთან და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განვითარებას“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებს, ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საპილოტე პროექტებზე გაამახვილა, რომლებმაც ნათლად აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას შექმნას გარემოსდაცვითი დღის წესრიგი.

ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მთავარი ინსტიტუციონალური რეფორმა მდგომარეობდა იმაში, რომ სივრცითი მოწყობის პროცესში ერთმანეთთან გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ურბანული სერვისები დაეკავშირებინათ.

„თბილისის საკრებულომ „ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ მიიღო, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია „მწვანე ქალაქის“ პრინციპი. ამ პრინციპის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა ურბანულ დაგეგმარებაში ახალი მიდგომა შემოიტანა. თბილისის ყველა რაიონში ყველა მოქალაქის უფლებაა ჰქონდეს წვდომა ახალ ან განახლებულ მწვანე სივრცეებზე, როგორიც არის დიდი პარკები და რეკრეაციული ზონები.

რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, ბევრმა დეველოპერულმა კომპანიამ ომამდე დაწყებული მშენებლობების დასრულება ვერ შეძლო, რამაც საცხოვრებლის პრობლემები ათასობით ადამიანს შეუქმნა. შეჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე, გარემოზე გავლენის შესამცირებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა უპრეცედენტო პროგრამა შექმნა, რომელიც ინვესტორებს და 15 წლის განმავლობაში საცხოვრისის მოლოდინში მყოფ ადამიანებს მეორე შანსს აძლევს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა და ცდილობს, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები დააბალანსოს, შექმნას ქვეყანაში ჯანსაღი და ფინანსურად სტაბილური საცხოვრებელი გარემო. ამ გზაზე კი ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების როლი არსებითია.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა