ნიდერლანდების ელჩი საქართველოში - ცოტათი შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მის განვითარებას ვაკვირდებით, მონიტორინგს ვაგრძელებთ

შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მის მონიტორინგს ვაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ძალიან შეწუხებულები ვიყავით ამ კანონპროექტით, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაზე ისაუბრეს. ვფიქრობთ, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიაში. როგორც ნიდერლანდები, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს.

ასე რომ კანონპროექტი გაწვეულ იქნა და მუშაობას ვაგრძელებთ - ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მათ შორის LBTQI არასამთავრობო ორგანიზაციების, ვინაიდან ეს კიდევ ერთი მაღალი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა უნდა იყოს დაცული.

ცოტათი შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მის განვითარებას ვაკვირდებით, მონიტორინგს ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვას”, - განაცხადა ვან კოლდამმა.

ევროკავშირში ე.წ. აგენტების კანონის შესაძლო მიღების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე და ქართულ კანონპროექტთან მსგავსებაზე, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს „აბსოლუტურად არ არის იგივე ტიპის ინიციატივა“.

„ამ მომენტისთვის ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. არ ვიცი ახლა რა შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ ერთი რამ ვიცი დაზუსტებით - ეს აბსოლუტურად არ არის იგივე ტიპის ინიციატივა”, - აღნიშნა ვან კოლდამმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა