ფრენების აღდგენა არ გამიკვირდება "ქართული ოცნების" პირობებში - არ მეპარება ეჭვი, რომ ამაზე კომუნიკაცია აქვთ რუსეთთან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დუმის დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან და ამაზე კომუნიკაცია ჰქონდათ მაღალი თანამდებობის პირებთან.
დეკანოიძის თქმით, ეს იქნება დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
"მე არ გამიკვირდება, ეს გადაწყვეტილება და ეს შედეგი დადგეს „ქართული ოცნების“ პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. ვფიქრობ, ეს განხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ, სავსებით არ მეპარება ეჭვი, რომ კომუნიკაცია აქვთ რუსეთთან. ეს იქნება ანტიდასავლური ნაბიჯი, უკრაინის და ცივილიზაციის არჩევანის კონტექსტში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება", - განაცხადა დეკანოიძემ.