არჩილ თალაკვაძე "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე - ჩვენკენ ხელის გამოშვერა არაკორექტულია, ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ზუსტად ის პერსონალიზების მოთხოვნა, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა

ჩვენკენ ხელის გამოშვერა არაკორექტულია, ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ზუსტად ის პერსონალიზების მოთხოვნა, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ "დეოლიგაქრიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის პერსონიფიცირება სწორედ ოპოზიციას სურდა, როცა კონკრეტული სახელის და გვარის ჩაწერას ითხოვდნენ კანონპროექტში და ვენეციის კომისიამ სწორედ ეს მიდგომა გააკრიტიკა და არა მათი განცხადებები.

"ადამიანები პირდაპირ ითხოვდნენ ერთი კონკრეტული ადამიანის სახელი ჩაწერეთო, ჩვენ რა განცხადებები გავაკეთეთ?! - ჩვენი განცხადებები ზეპირად მახსოვს: როცა ოპოზიციამ დიამეტრალურად შეცვალა თავის პოზიცია - თავში გვეუბნებოდნენ, ვერ გაბედავთ კანონის მიღებასო, მერე შემოტრიალდნენ და თქვეს, რომ ეს კანონი არის ცუდი, ამაზე გავაკეთეთ განცხადებები, რომ მათ კულისებიდან მიუთითა ვიღაცამ, რომ შეიძლება პოტენციური ოლიგარქები სწორედ მათ აფინანსებენ, ამიტომ დაინახეს ამ კანონში საფრთხე. აქ ჩვენკენ ხელის გამოშვერა არაკორექტულია, ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ზუსტად ის პერსონალიზების მოთხოვნა, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა", - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ჩანაწერს, რომლის თანახმად, შესაფასებლად წარმოდგენილი კანონპროექტი პერსონიფიცირებულია და ისინი სისტემურ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას, თალაკვაძე ამბობს, რომ სისტემური რეფორმების განხორციელება და დეოლოგარქიზაციის პროექტის მიღება ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.

"რაც შეეხება სისტემურ მიდგომას, დიახ, ასეთი მიდგომა არსებობს, საქართველო წლების განმავლობაში აუმჯობესებდა მუდმივად ყველა სისტემურ კომპონენტს, ჩვენ მომავალშიც ამ სამუშაოს გავაგრძელებთ. ეს ყველაფერი გარკვეულ დონემდე იყო, რომელსაც პოზიტიური შეფასებები ჰქონდა მაშინ, როცა ეს რეკომენდაცია საქართველომ მიიღო, ანუ ევროკავშირმა ჩათვალა, რომ საჭიროა კიდევ რაღაცის გაკეთება და საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აქვს მსგავსი რეკომენდაცია, მათაც აქვთ დაინიცირებული მსგავსი კანონი. ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის, სისტემური კომპონენტების გაუმჯობესება გაგრძელდება, ამ კანონსაც მაქსიმალურად დახვეწილი სახით მიიღებს პარლამენტი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო