პარლამენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც კოლეგებს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დელეგაციამ აქტიურად იმუშავა ეუთოს სამივე განზომილების, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მისივე განცხადებით, 2022 წლის ეუთო-ს დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას.

დელეგაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ყველა ღონისძიებაზე ხაზს უსვამდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას.

ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბირმინჰემის დეკლარაციის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა მიღწეულ იქნას მშვიდობა და აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

2022 წელს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„მოგეხსენებათ ეუთო-ს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის არჩევნებზე დაკვირვება ეუთო-ს წევრ ქვეყნებში. 2022 წელს, პირადად მე ვიყავი სამ ქვეყანაში, სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი