ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია წნეხის გაზრდა „ქართულ ოცნებაზე“

ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი "ქართული ოცნებისთვის" კომფორტში ყოფნაა - მნიშვნელოვანია წნეხის გაზრდა ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტზე ისაუბრა.

როგორც ის განმარტავს, ბოიკოტი რაღაც შემთხვევაში შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ, ახლა - არა.

"ბოიკოტი რაღაც შემთხვევაში შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ, ახლა ფაქტია, რომ არ მუშაობს. ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი "ქართული ოცნებისთვის" კომფორტში ყოფნაა.

რუსულ კანონთან დაკავშირებით პროცესები პარლამენტში დაიწყო, შემდეგ იყო ხალხის და ჩვენი პარტნიორების დიდი რეაქცია. ამან ერთგვარი სინერგია აჩვენა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც წარსულზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ვინც ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნის უალტერნატივო მომავალი ევროპაა, ამაზე ხომ შეგვიძლია საზოგადოების დიდი ნაწილის შეთანხმება.

მე არ ვამბობ იმას, რომ შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტიდან ვაიძულოთ "ქართული ოცნება", რომ ჩაატაროს მართლმსაჯულების ისეთი რეფორმა, როგორსაც ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან. არა, მნიშვნელოვანია წნეხის გაზრდა“,- აღნიშნავს ბუჩუკური.

როგორც ბუჩუკური განმარტავს, "ქართული ოცნების" მორალური მდგომარეობა მძიმეა.

„ვხედავ, რომ არ არიან კარგ დღეში, კრიზისია. შიდა რყევებია. ხომ ვნახეთ, ეს ხელოვნურად გადაჯგუფება - ამილახვრის განათლების სამინისტროში გადაყვანა. "ქართულმა ოცნებამ" ამ რუსული კანონით დაადასტურა, რომ ის მუშაობს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებაზე.

ამ ქვეყანამ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. თუ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ვისზე გადაბრალებაც არ უნდა სცადოს "ქართულმა ოცნებამ" , მხოლოდ "ქართული ოცნების" ბრალი იქნება. მხოლოდ ივანიშვილს ვეღარ ამოეფარებიან, თითოეული იმ ადამიანის, ბრალი იქნება, ვინც დარბაზში აწყობს ისტერიკას“, - აღნიშნავს ბუჩუკური.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა