ილია დარჩიაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.

ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

"საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ",- აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებილ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება