კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია

„ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ შეკვეთილში კიდევ ერთ, ახალ პროექტს იწყებს. ფიდელიოს“ შემდეგ „სისაიდი“ უკვე მესამე კომპლექსია, რომელსაც კომპანია გურიის ზღვისპირეთში, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ახორციელებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ტოპლაინიუძრავ ქონებას ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

სისაიდი“ 4-სართულიანი კორპუსია, რომელიც ზღვიდან 70 მეტრში, შეკვეთილის ფიჭვნარისა და ნაძვნარის ტყეში მდებარეობს. „ტოპლაინის“ ყველა პროექტის მსგავსად, ეს უკანასკნელიც არქიტექტურული კუთხით გამორჩეული და დახვეწილია.

მომხმარებლების ინტერესებზე გათვლილი, ნათელი, მყუდრო ბინების ფართი 38 კვ.მ-დან - 68 კვ.მ-მდე იქნება, რომლის ყველა საძინებელი იზოლირებულია. თუმცა, ფიდელიოსგან“ განსხვავებით, „შეკვეთილი სისაიდი“ ე. წ. თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება.

ახალი კორპუსის პირველი სართული საპარკინგე სივრცეს, დანარჩენი სამი - საცხოვრებელ ბინებს დაეთმობა. A ბლოკში ჯამში 18 ბინა განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საკუთარი ხელწერა არც „სისაიდის“ შემთხვევაში დაივიწყა და მოსასვენებელი სივრცე აქაც გათვალისწინებულია. კერძოდ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში განთავსდება როგორც ღია აუზი, ასევე დამატებითი სივრცეები.

რაც შეეხება ღირებულებას, ბაზარზე არსებული საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ კონკურენტუნარიანია და კვადრატული მეტრის ფასი 900 $-დან (ეკვივალენტი ლარში) იწყება.

ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ ახალი პროექტის დასრულება 2024 წლის მარტში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ „ფიდელიო“ „ტოპლაინის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტია შეკვეთილში. ეს არის პრემიუმ კლასის, 82 აპარტამენტისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს.

რაც მთავარია, ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ფიდელიოს“ მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს.

გარდა ამისა, კომპანიის მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი, 24/7-ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა