თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წწ სამოქმედო გეგმის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინა.

„სამოქმედო გეგმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, შესაბამისს სახელმწიფო უწყებებთან, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.

თეა ახვლედიანმა სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების, დასახული მიზნებისა და ამოცანების შესახებ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში ისაუბრა და პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სამთავრობო უწყებებსა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტის პროექტი ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით მომზადდა, რაც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, თემით დაინტერესებული აქტორების, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის, საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებდა.

სამთავრობო კომისიის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტი მოიწონეს. დამსწრე საზოგადოების მხრიდან გეგმა შეფასდა როგორც ამბიციური და შედეგზე ორიენტირებული. უწყებებმა დოკუმენტით განსაზღვრული ქმედებების ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებით სრული მზაობა გამოთქვეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან აღინიშნა გეგმის შესრულების პროცესში განმახორციელებელ უწყებებსა და ინსტიტუციებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის აუცილებლობა.

სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სამთავრობო კომისიის წევრი სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი უწყებების მინისტრის მოადგილეები, ასევე მოწვეული სტუმრის სტატუსით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაჯერეთ და დავასრულეთ მუშაობა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამბიციურია გასული წლების გეგმასთან შედარებით, ეფუძნება და სრულად ითვალისწინებს დღემდე მიღწეულ შედეგებს, გამოვლენილ ტენდენციებს და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებს. ამასთანავე, 2024 წლის ბოლოსთვის, მიზნად ისახავს ყველა პრიორიტეტული მიმართულებით ხელშესახები და მდგრადი შედეგების მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია, სამოქალაქო-პოლიტიკური მონაწილეობა, თუ კულტურათაშორისი დიალოგი. ჩვენ უზრუნველვყავით სამოქმედო გეგმის შემუშავების ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს წევრებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება