პაატა მანჯგალაძე - ფინანსთა მინისტრის მოსმენაზე შესვლის სურვილი ისედაც არ მაქვს, ბოიკოტშიც რომ არ ვიყო - ღარიბაშვილთან შესვლას ვაპირებ

ფინანსთა მინისტრის მოსმენაზე შესვლის სურვილი ისედაც არ მაქვს, ბოიკოტშიც რომ არ ვიყო - კაცის კაცთან საუბრის მნიშვნელობას და აზრს ვერ ვხედავ, ღარიბაშვილთან შესვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა მინისტრისგან პასუხების მოსმენის იმედი არ აქვს, რაც შეეხება ღარიბაშვილს, როგორც ამბობს, მას "პასუხს მოსთხოვს", ფინანსთა მინისტრს კი ვერა.

"დღეს არ შევდივარ არა იმიტომ, რომ სასაუბრო არ არის, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, არაფერს არ წყვეტს, წინა მოსვლაზეც დავუსვით კითხვები და ფაქტობრივად ვერ უპასუხა ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხვალ იქნება ღარიბაშვილი და ვფიქრობ, რომ შევიდე და ის კითხვები, რაც არსებობს პირდაპირ მას დავუსვა და მისგან მოვისმინო პასუხები. კაცის კაცთან საუბრის მნიშვნელობას და აზრს ვერ ვხედავ მე. ღარიბაშვილს პასუხს მოსთხოვ და ამას ვერ მოსთხოვ. ამასთან ჩვენ ვამბობთ, რომ 12 - პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ბოიკოტი არ ვრცელდება, ღარიბაშვილს რაც შეეხება ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მას დავუსვა ის კითხვები რაც არსებობს საზოგადოებაში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება