შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის შეფასება გამიკვირდა იმიტომ, რომ კონტექსტი მისთვის ყველაზე კარგად გასაგები უნდა იყოს, ეს ეხებოდა კონკრეტულ შემთხვევას - აუდიტორიაში პოლიტიკას და პოლიტიკურ დღის წესრიგს არაფერი არ ესაქმება

პრეზიდენტის შეფასება გამიკვირდა იმიტომ, რომ კონტექსტი მისთვის ყველაზე კარგად გასაგები უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის არის იმ თაობის, იმ ხალხის წარმომადგენელი, რომელსაც მოუწია საქართველოდან დევნაში ყოფნა, ზუსტად მას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ადამიანის გარიყვა და რას ნიშნავს ის, რაც 100 წლის წინ გააკეთეს ბოლშევიკებმა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის შეკითხვას თუ რას გულისხმობდა 1000 - ლარიან სტუდენტში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისი კომენტარი ეხებოდა ერთ კონკრეტულ შემთხვევას უნივერსიტეტში, როდესაც ადამიანმა, რომელიც არც უნივერსიტეტის და არც სხვა რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი არ იყო, პროტესტის მოწყობა სცადა, ამიტომ მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სწორედ ერთეული შემთხვევებით იქმნება აღქმები, რომ თითქოს ეს არის სახალხო პროტესტი.

,,რა თქმა უნდა, ეს ეხებოდა ამ ერთ შემთხვევას და ვწუხვარ, თუ კი ზოგადად ვინმემ განზოგადება შეძლო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთეული შემთხვევებით იქნება სწორედ აღქმები. აღქმები, თითქოს ეს არის სახალხო პროტესტი, თითქოს ეს არის ზოგადი განწყობა. აუდიტორიაში პოლიტიკას და პოლიტიკურ დღის წესრიგს არაფერი არ ესაქმება და მე თავადაც ბევრი წლების მანძილზე ვასწავლიდი უნივერსიტეტში, არ ესაქმება არც ლექტორის და არც სტუდენტის მხრიდან. თუ ვინმე არ ეთანხმება რომელიმე ლექტორს, მათ შეუძლიათ არჩევა. ვგულისხმობ იმ ტენდენციას, რაც მოჰყვა შემდეგ აქციას უნივერსიტეტში, ადამიანების გამიჯვნა, ჩვეულებრივი სეგრეგაცია - რაც გულისხმობს ადამიანების მოკვეთას ცხოვრების სეგმენტებიდან. რაც ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტებში, როდესაც ცდილობდნენ, რომ ლექტორებს ფაქტობრივად აუჭედონ კარები, რაც არ ყოფილა საქართველოში ბოლო 100 წლის განმავლობაში. ბოლოს იყო 100 წლის წინ, როდესაც ტყავის ქურთუკიანი აქტივისტები ლექტორებს აგდებდნენ უნივერსიტეტიდან. ერთი შემთხვევა, რაზეც კომენტარი გავაკეთე და შემდეგ შეეცადნენ, რომ ზოგადად ახალგაზრდებზე განეზოგადებინათ, სადაც ადამიანი არც კი არის სტუდენტი და შეგზავნილი იყო იმისთვის, რომ ჩაეშალა ლექცია და შეექმნა აღქმა,'' -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა