პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათი“ მიმდინარეობს. დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.
ლაშა ხუციშვილი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ასევე ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.