დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა ფრანკფურტში, EIOPA-ს ორგანიზებით გამართულ „აღმოსავლეთ თანამშრომლობის კონფერენციაში” მიიღო მონაწილეობა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყების (EIOPA) ეგიდით, 21-22 მარტს „აღმოსავლეთ თანამშრომლობის კონფერენცია“ გაიმართა, რომელშიც სპიკერად მიწვეულ იყო სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი.

უწყების ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა ხელი შეეწყოს ევროკავშირის ეკონომიკური ზონის ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის არა ევროკავშირის ეკონომიკური ზონის ქვეყნების უწყებებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ თვიანთ იურისდიქციებში დანერგონ ევროკავშირის კანონმდებლობა და სტანდარტები. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზედამხედველო გამოცდილების და ინფორმაციისა გაზიარებას ამ ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებს შორის.

მათივე განმარტებით, დავით ონოფრიშვილი, როგორც მიწვეული სპიკერი, სიტყვით გამოვიდა პანელზე „ახალი რისკები და ძირითადი საზედამხედველო საკითხები რეგიონში“. გამოსვლა შეეხო რეგიონში არსებულ მაკრო-ეკონომიკურ სიტუაციას, საზედამხედველო გამოწვევებს, მათ შორის ავტომობილის მფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტს, სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტებისა და გაყიდვების არხების განვითარებას.

„EIOPA ევროკავშირის ფარგლებში ახორციელებს დაზღვევისა და პროფესიული პენსიების ზედამხედველობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და გასცნობოდა საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად წაადგება შესაბამისი მიმართულებების განვითარებისთვის გასაწევ სამუშაოებს საქართველოში.

დავით ონოფრიშვილმა კონფერენციის ფარგლებში გამართა შეხვედრა ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყების (EIOPA)-ს ხელმძღვანელთან, ქ-ნ პეტრა ჰიელკემასთან. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან - ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიის და ჩრდილო მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველების სამსახურების ხელმძღვანელებთან“, - აცხადებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი