მთავრობის ინიციატივას, რომელიც გამარტივებული შესყიდვისთვის დადგენილი მონეტარული ზღვრების გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომელიც გამარტივებული შესყიდვისთვის დადგენილი მონეტარული ზღვრების გაზრდას ითვალისწინებს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილები დაჩქარებული წესით განიხილეს და 71 ხმით - მესამე მოსმენით მიიღეს.

კანონის პროექტის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელონ.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით მონეტარული ზღვარი 5 000 ლარამდეა განსაზღვრული.

როგორც მთავრობა განმარტავს, ცვლილებებით ელექტრონული ტენდერის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და შესაბამისად, გამოქვეყნების საფასურის გადახდა, რაც 50 ლარს შეადგენს, სავალდებულო აღარ იქნება.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე. შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (მისი შემცირების კუთხით), ასევე შესაძლოა დაიზოგოს შემსყიდველი ორგანიზაციების ადამიანური რესურსი“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება