ირაკლი კობახიძე - ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია - დეპუტატებს ვერავინ ვერსად გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში - მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა

ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია -დეპუტატებს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, შეუძლია ეს გააკეთოს, მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სხდომათა დარბაზში მომხდარ გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა, რის შემდეგაც ქალმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს, რომ „ხალხის ძალის“ წევრები სხვა ადგილას გადასხდნენ.

კობახიძე ამბობს, რომ როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ "ხავერდოვანი დამოკიდებულება" რომ ვერ ექნებათ, მისთვის ეს გასაგებია.

„ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია, დეტალებში არ შევალ. როცა ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები. რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ინციდენტები მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან. დეპუტატებს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, შეუძლია ეს გააკეთოს, მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა. მას აქვს მძიმე რეპუტაცია, სხვა კოლეგებს უწოდა მოღალატე, კუთხეში დგომა ეკუთვნის მას. დეტალებში არ შევალ, როცა სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეს ტარიელ ნაკაიძე, საკუთარ სინდისს მიხედოს. მგონი, სჯობს, თვითონ გადასხდნენ სხვა ადგილას, რადგან თუ ვინმეს აქვს მორალური პრობლემები, ესენი არიან სწორედ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები. თუ არ სიამოვნებთ აქეთ ჯდომა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან, გადასხდნენ სხვა ადგილას,"- განახადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა