ირაკლი კობახიძე - ბორდერიზაცია და გარეჯთან დაკავშირებული საკითხი წინა ხელისუფლების დატოვებული პრობლემებია, რომლებსაც ვერც ერთ დღეში, ვერც ერთ თვეში და თუნდაც, ვერც ერთ წელიწადში ვერ გადაჭრი

ბორდერიზაცია და გარეჯთან დაკავშირებული საკითხი წინა ხელისუფლების დატოვებული პრობლემებია, რომლებსაც ვერც ერთ დღეში, ვერც ერთ თვეში და თუნდაც, ვერც ერთ წელიწადში ვერ გადაჭრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები თანდათანობით, მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაიჭრას.

„ეს არის წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას თანდათანობით, მოლაპარაკებების საფუძველზე, მაგრამ იმდენად გაართულა წინა ხელისუფლებამ ეს საკითხები, მათ შორის, გარეჯთან დაკავშირებული საკითხები, ბორდერიზაციასთან დაკავშირებული საკითხი, რომ, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ამ პრობლემების გადაჭრა, მაგრამ მოლაპარაკებებით შეიძლება გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი. ჩვენს მეგობრებთან უნდა გვქონდეს მოლაპარაკებები გარეჯის თემაზე. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მეგობრული მოლაპარაკებებით შეიძლება გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც არის საინტერესო ერთი და მეორე ქვეყნისთვის,“ -განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება