სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს - თქვენი კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში შეიქმნა ინფრასტრუქტურა სანქციების რეჟიმის გვერდის ასავლელად

თქვენი კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში შეიქმნა ინფრასტრუქტურა სანქციების რეჟიმის გვერდის ასავლელად, - ამ განცხადებით ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს “ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე მიმართა.

სამადაშვილი დაინტერესდა, არის თუ არა გამოვლენილი სანქციებისთვის გვერდის ავლის შემთხვევები და რეაგირებისთვის რა ზომებია მიღებული.

„სანქციების რეჟიმის დარღვევაზე თქვენთან მხოლოდ ოპოზიციას არა აქვს პრეტენზიები - პრეტენზიები აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. არაერთხელ გაგაფრთხილეს, რომ სრულიად პრიორიტეტულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვა უზრუნველყოს. თუ ექსპორტის მაჩვენებლებს შევხედავთ, ნათელია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და არ არის აუცილებელი დატრენინგებულიყო იყო, რათა დაინახო, რომ თქვენი კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში შეიქმნა ინფრასტრუქტურა სანქციების რეჟიმის გვერდის ასავლელად. აქ რომ გამოხვედით და ბევრი ისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ვიღაცის ტექნიკური დახმარებით თქვენი მთავრობა იღებს ფულს, რათა ხალხი დაატრენინგოს, საერთოდ არსებობს გამოვლენილი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობას ჰქონდა ადგილი?“ - მიმართა კითხვის სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლაშა ხუციშვილს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა