ფინანსთა მინისტრი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს.

„ეს არის კონკურსი, რომელსაც პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს. თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ ინფორმაცია არის ღია, ამ ინფორმაციას მოგაწვდიან და შესაბამისად, თქვენ ამ ინფორმაციით იხელმძღვანელებთ“, - ასეთი პასუხი გასცა ლაშა ხუციშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვას, ადასტურებს თუ არა, რომ შეტანილი აქვს განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

ლაშა ხუციშვილმა გოცირიძის პასუხად აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მასთან კავშირი არა აქვს და არც პრეზიდენტზე ზეწოლას აქვს ადგილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძემ მიმართა კითხვით, ადასტურებს თუ არა, რომ შეიტანა განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში და ხდება თუ არა ზეწოლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ.

რომან გოცირიძის შეფასებით, ეროვნულ ბანკში კლანური გადატრიალება ხდება, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოში უკვე არიან მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ივანიშვილისადმი მორჩილებით გამოირჩევიან.

„თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც პარლამენტში კატაკლიზმები გამოიწვია, რომლის გამოც „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება მოხდა, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომლის შესახებაც სავალუტო ფონდმა თქვა, რომ წლების ნაშენებ სისტემას ანგრევთ.

ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ ეს ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც თქვენი კანდიდატურა პრემიერ მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა და სალომე ზურაბიშვილმა თქვენს კანდიდატურაზე უარი თქვა.

ამ ამბებს კიდევ უფრო მეტი რამ მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით და გამოაცხადა კონკურსი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე.

ადასტურებთ თუ არა, რომ შეიტანეთ განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში და ხდება თუ არა ზეწოლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე?“ - მიმართა ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის