პარლამენტი ხვალ გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს

პარლამენტი 24 მარტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორ დეპუტატს - გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს. საკითხს ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი პარლამენტი, რაზეც გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებენ.

გიორგი ამილახვარი, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შესაბამისი უწყების მინისტრი გახდა, რითაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა.

რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს, ის პარლამენტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის. გიორგი ამილახვარს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. პარლამენტის წევრი ხდება თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა