სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნებისგან“ მოვითხოვთ, შეწყვიტონ ეს ანტიდასავლური ისტერია, შეწყვიტონ პრორუსული განცხადებები, დადუმდნენ, პირი ამოიკერონ

„ქართული ოცნებისგან“ მოვითხოვთ, შეწყვიტონ ეს ანტიდასავლური ისტერია, შეწყვიტონ პრორუსული განცხადებები, დადუმდნენ, პირი ამოიკერონ რამდენიმე დღე მაინც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, საბოლოო ჯამში, არ დაიკარგოს.

„ბოლო დღეებში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. ჩვენ მოვისმინეთ სენატორ შაჰინის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ კურსს. მოვისმინეთ დიდი მეგობრის კუბილიუსის განცხადება, რომ ასევე „ქართული ოცნება“ ეღობება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მოვისმინეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია კურსს. ამავე დროს, ვისმენთ მათ განცხადებებს, რომ სურთ მოძებნონ გზები, რათა ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. ამის ფონზე, „ქართული ოცნება“ დღეს დილიდან ჩაბმულია ანტიდასავლურ კამპანიაში, ვისმენთ დილიდან კობახიძის, ვოლსკის, კალაძის განცხადებებს და ყველა ამ ადამიანს აგინებენ და ამბობენ, რომ ისინი არიან აცდენილები რეალობას. აკეთებენ პრორუსულ და რუსულ განცხადებებს, განსაკუთრებით, თბილისის მერი კალაძე. მთლიანად უნდათ, რომ მოსპონ ის მცირედი შანსიც კი, რაც საქართველოს და ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვითხოვთ „ქართული ოცნებისგან“ ეს დღეები მაინც, შეწყვიტონ ეს ანტიდასავლური ისტერია, შეწყვიტონ პრორუსული განცხადებები, დადუმდნენ, პირი ამოიკერონ რამდენიმე დღე მაინც. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეები და კვირებია, რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ ჩვენი კანდიდატის სტატუსი, საბოლოო ჯამში, არ დაიკარგოს.

რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ხვალ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს. იქნება ცალკე დახურული შეხვედრა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შანსია პირისპირ მივაწოდოთ მას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია და გავუზიაროთ ხედვები რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა