გიორგი გახარია - ნაცვლად იმისა მთავრობამ გამოავლინოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას - თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან

ნაცვლად იმისა მთავრობამ გამოავლინოს საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, ის აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერში" წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან.

„მივესალმები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დროულ ვიზიტს საქართველოში. ნაცვლად იმისა მთავრობამ დაამტკიცოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების ნამდვილი ნება და გამოავლინოს საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, ის აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას, თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და ივანიშვილის დღევანდელმა რეაქციამ მისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა. გვაქვს გერმანიის მხარდაჭერის იმედი", -აცხადებს გახარია.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის