ლევან ჟორჟოლიანი - თბილისი წარმოადგენს კარგ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია ქალაქს  ჰქონდეს საკუთარი „მწვანე პოლიტიკა“

თბილისი წარმოადგენს კარგ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია ქალაქს ჰქონდეს საკუთარი „მწვანე პოლიტიკა“, - ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის შემდეგ, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა, კონგრესის „მედია ბოქსის” ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა.

მან გარემოს დაცვის საკითხებზე, სტრატეგიასა და ამ მიმართულებით, თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა ინტერვიუში განაცხადა, ადგილობრივ თვითმმართველობასა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია, რადგან აღსრულების ნაწილში პასუხისმგებლობა სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობაზე მოდის.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ სამართავად, მეტი ფინანსური და ფუნქციონალური რესურსი სჭირდება.

მისივე განმარტებით, ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის საჭიროა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას“ პროტოკოლი დაემატოს, რითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს პრობლემებთან გასამკლავებლად მეტი რესურსი და ფინანსური შესაძლებლობა გაუჩნდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი საკითხების კიდევ უფრო ეფექტურად სამართავად, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები, ურბანული დაგეგმარება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი და სხვა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდეთ. ამ მხრივ, თბილისის საკრებულოში სიახლეები გვაქვს. საქართველოში იყო დრო, როდესაც ეკონომიკური ზრდა არ იყო კავშირში გარემოს დაცვასთან, მაგრამ 2012 წლიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ახლანდელმა ხელისუფლებამ, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. თბილისი წარმოადგენს კარგ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია ქალაქს, ჰქონდეს საკუთარი „მწვანე პოლიტიკა”. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წარმატებული და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის სამაგალითო შემთხვევა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება