თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა FAO-ს მიმდინარე პროექტებისა და განხორციელებული საქმიანობის თაობაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„სახელმწიფო მინისტრმა თავის მხრივ მადლიერება გამოთქვა FAO-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობისთვის. ამასთან, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლი და აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი