კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს - მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ვამოწმებთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

“აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშებს ათწლეულების განმავლობაში აკეთებს. ისინი პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს. მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ვამოწმებთ და ხელახლა ვამოწმებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდოა.

ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, მაგრამ ასევე ხშირად აღნიშნავენ სფეროებს, სადაც რეალურად პროგრესი იქნა მიღწეული.

ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებით ჩვენი საბოლოო მიზანი არის ქართველების ძალისხმევის უკეთ ინფორმირება, თავიანთი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებების დასაცავად. და იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი საშუალება ამ მიზნისთვის”, - განაცხადა დეგნანმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება