ზურაბ ჯაფარიძე - კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე ამბობს, რეალობას არის აცდენილიო, ვისზე ლაპარაკობ, რას ლაპარაკობ? - როგორ შეიძლება ამბობდე, რომ გინდა ევროპის კლუბის წევრობა და თან აგინებდე?

კახა კალაძის განცხადება ვნახე, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე ამბობს, რომ რეალობას არის აცდენილი. ვისზე ლაპარაკობ, რას ლაპარაკობ? - თუ მართლა გინდა ევროპა, ასე ხომ არ მოიქცევი?! , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, როცა ძირს უთხრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ნიშნავს იმას, რომ „სხვა ტიპის ფაქტორებია მოქმედებაში“.

მისი განმარტებით, ეს ფაქტორი არის რუსეთი.

„კალაძის განცხადება ვნახე, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე ამბობს, რომ რეალობას არის აცდენილი. ვისზე ლაპარაკობ, რას ლაპარაკობ? თუ მართლა გინდა ევროპა, ასე ხომ არ მოიქცევი?! არავინ ხომ არსად მიგვათრევს? ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ამ კლუბის წევრობა. როგორ შეიძლება ამბობდე, რომ გინდა კლუბის წევრობა და თან აგინებდე. ამიტომაც ვარ პესიმისტურად განწყობილი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. თუ ხარ ხელისუფლება, რომელსაც გამოძრავებს მოტივი, რომ ხელისუფლებაში დარჩე, ძალიან ბუნებრივია 12 პუნქტი შეასრულო, ისტორიაში შედიხარ ხელისუფლება, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოუპოვა ქვეყანას, ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ რამდენიმე წლით იხანგრძლივებ. როცა ამას მიზანმიმართულად არ აკეთებ, პირიქით ისეთ რაღაცებს აკეთებ, რაც ძირს უთხრის ამ საკითხს, მაშინ ეგ ნიშნავს იმას, რომ სხვა ტიპის ფაქტორებია მოქმედებაში. ჩემი აზრით, ეს ფაქტორი არის რუსეთი. სხვა ახსნა ამას არ აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მან ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრების შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ძალიან დაბალია.

„ჩვენ დასავლელ პარტნიორებში მყარი რწმენა არ არსებობდა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები მზად ვართ დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ აქციებმა თუ რამე გააკეთა არის, ის რომ ეს რწმენა გააჩინა.

კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ძალიან დაბალია. მე არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ნოემბრის და მარტის თვის შეხვედრებისგან განსხვავება იყო ის, რომ ნოემბერში 10 შეხვედრიდან 8-ში გვეუბნებოდნენ, რომ დასხედით „ქართულ ოცნებასთან“ და იმუშავეთ ერთად. ახლაც 10 შეხვედრა გვქონდა და არავის მსგავსი არ გაუმეორებია.

ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას, რომ რომელიმე პუნქტი შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ და პირიქით პრობლემებს ელოდებიან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა