ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თანამშრომლობა დასრულდება“. შესაბამისი განცხადება დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული დრო, „ოფიციალურად როდის იქნება“ აღნიშნულის დეკლარირება.
„ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით, დროს და მომენტს“ , - განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ „ალბათ, ეს ლოგიკურია".
დეკანოძის თქმით, პოლიტიკაში დარჩება.
„პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას ნამდვილად. ასეთი გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად დადგება, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის [მიხეილ სააკაშვილი] ან ნიკასთვის [ნიკა გვარამია]“, - განაცხადა დეკანოიძემ.