პარლამენტში უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილებას შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიის საკითხზე იმსჯელებენ.

პარლამენტი 24 მარტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორ დეპუტატს - გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს.

საკითხს ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი პარლამენტი, რაზეც გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებენ.

გიორგი ამილახვარი, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შესაბამისი უწყების მინისტრი გახდა, რითაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა. რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს, ის პარლამენტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის. გიორგი ამილახვარს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. პარლამენტის წევრი ხდება თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომაზე გიორგი ამილახვარისა და ირაკლი კოვზანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გარდა, "ქართული ოცნების" კიდევ სამი დეპუტატის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს