პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძესა და მმართველი პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და მმართველი პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ მომხსენებელს, მაკა ბოჭორიშვილს და კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს კითხვით მიმართა, გრძნობენ თუ არა უხერხულობას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო.

დეკანოიძის ამ კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რა დროსაც დეკანოიძემ ირაკლი ჩიქოვანს სიმშვიდისკენ მოუწოდა, მაია ბითაძეს კი უთხრა, რომ კითხვით მას არ მიმართავს.

„მაქვს სერიოზული კითხვა, თქვენ, ბატონო ნიკოლოზ, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ვინც ვალდებულია საგარეო პოლიტიკის კურსი დაიცვას და თქვენ, ქალბატონო მაკა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებული ხართ კონსტიტუციის წინაშე, გრძნობთ თუ არა უხერხულობას იმის გამო, რაც კანონპროექტის მიღებით გააკეთეთ? ირაკლიზე [ჩიქოვანზე] აღარ ვსაუბრობ, ევროსაბჭოში დელეგაციის თავმჯდომარეა. რატომ ნერვიულობთ ყველა ერთად? დაწყნარდი, ირაკლი! ქალბატონო მაკა, ანგარიში წარმოადინეთ და კარგია, მაგრამ გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რაც გააკეთეთ ქვეყნის და კონსტიტუციის წინაშე? კომიტეტზე კონკრეტული პასუხები არ გაგიციათ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის მაია ბითაძემ საპასუხო კითხვით მიმართა, თავად თუ გრძნობს უხერხულობას სააკაშვილის ხელისუფლების დროს „უმსგავსობებისთვის“.

„შენ თუ გრძნობ უხერხულობას, ყველა იმ უმსგავსობისთვის რაც ხდებოდა, როდესაც თანამდებობაზე იყავი მიხეილ სააკაშვილის დროს? ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში მოისმინო, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაკეთდა მთელი წლის განმავლობაში, შემოდიხარ კომიტეტზე, არ გაინტერესებს, რა გაკეთდა და უხერხულობას არ გრძნობ, რომ წინა ხელისუფლების დრო საქართველოს თითოეულ ოჯახს საშინელი ფონი შეექმნა, რაც დიქტატურიდან იყო გამოწვეული. ხალხის სახელით ნუ ისაუბრებ. ხალხი ყოველ ჯერზე არჩევნებით გცემთ პასუხს, რადგან მეხსიერება მოკლე არაა. ახლა კი, კეთილი ინებე და მოისმინე ანგარიში, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს. დიქტატურა და ფაშიზმი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო, ახლა აღარაა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება თავად მომხსენებლის პასუხს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დეკანოიძის მიერ კითხვის ფორმატში დასახელებულ არცერთ მოცემულობას არ ეთანხმება.

მისივე თქმით, დეკანოიძემ კითხვაში „ტყუილები თქვა“.

„კითხვაში დასმულ არცერთ მოცემულობას არ ვეთანხმები, შესაბამისად, არ ვიცი, ამ კითხვას პასუხი როგორ უნდა გავცე. არც კურსი შეცვლილა, არც კანონპროექტი ყოფილა რუსული, არც ის მგონია, რომ პარლამენტში დეპუტატები უხერხულობას უნდა გრძნობდნენ ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა