სალომე სამადაშვილი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ როგორ აფასებს გერმანია საქართველოში შექმნილ ვითარებას

ანალენა ბერბოკის ვიზიტი არის ცხადი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლის, დემოკრატიის, უსაფრთხოების. სამწუხაროა, რომ მის ვიზიტს ურცხვად დახვდა რუსული გზავნილებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელმაც თავდასხმა სტუმარზე მის ჩამოსვლამდეც კი დაიწყო,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბერბოკმა ვიზიტი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაიწყო, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ ხედავს გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა არის ცხადი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლის, დემოკრატიის, უსაფრთხოების. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ შეხვედრები დაიწყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით და ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ როგორ აფასებს გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. სამწუხაროა, რომ მის ვიზიტს დახვდა ურცხვად რუსული გზავნილებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელმაც თავდასხმა დაიწყო სტუმარზე მის ჩამოსვლამდეც კი და განაცხადა, რომ ის ინფორმირებული არაა, რომ „ბოლშევიკების“ გზავნილებით საუბრობს და ა.შ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ევროკავშირში ქართველ ხალხს ჰყავს ძალიან მყარი მოკავშირე, მაგრამ არ მოიაზრებენ ამ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მართავს, არც ხალხის ინტერესების გამომხატველად და არც პარტნიორად, რომელსაც შეიძლება ენდო საკუთარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. ის უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრები გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველ სტუდენტებსაც ეწვევა. ვიზიტის დღის წესრიგშია ასევე, „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა