ირაკლი ღარიბაშვილი -  ჩვენი სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე იმყოფება და ასეთ ვითარებაში ჩვენი მთავარი საზრუნავი არის  საქართველოს გადარჩენა

დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ე.წ. ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მთელ მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა.

„მინდა ჩვენ პატივცემულ დეპუტატებს, ჩვენ ხალხს მივმართო და ვესაუბრო რეალურ გამოწვევებზე, უსაფრთხოების იმ რისკებზე, რომელიც დღეს ჩვენი ხალხის წინაშეა და რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას ამ ურთულეს ვითარებაში. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელ მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა .

მინდა, მოკლედ გითხრათ, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. ყველა ვადევნებთ თვალს, რომ ომი არ ჩერდება. უკრაინის ომს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენ ქვეყანაზე, მთლიანად რეგიონზე, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი: 20% არის ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის საუბედუროდ ქალები, ბავშვები, დანგრეულია და მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები. ექსპერტების დათვლით, ზარალი შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს გადაქცეულია პოლიგონად. ასევე, გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონ უკრაინელმა მოქალაქემ საკუთარი საცხოვრებელი დატოვა, რაც, რა თქმა უნდა, ურთულესი გამოწვევაა, ეს არის ტრაგედია. ამ სიტუაციას ყოველდღიური გაანალიზება სჭირდება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება