ილია დარჩიაშვილი - 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა შესრულებულია, დარჩენილ რამდენიმე პუნქტს კი პარლამენტში აქტიურად განიხილავენ - გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესს სამართლიანად შეაფასებენ

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც ­ევროპისადმი საქართველოს უპირობო კუთვნილება გაამყარა და ქვეყანას ევროკავშირის წევრობისკენ ფორმალურად გაუხსნა გზა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, აქვს იმედი, რომ ევროპაში საქართველოს პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით სამართლიანად შეაფასებენ და საქართველო და ევროკავშირი ისტორიულ გადაწყვეტილებას ერთად იზეიმებენ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით იქ არსებული მდგომარეობაც განიხილეს და ანალენა ბერბოკი დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზს უშუალოდ ეწვევა.

„საქართველო და გერმანია საიმედო და ერთმანეთისთვის ღირებული პარტნიორები არიან. ჩვენი ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველოს მიმართ გერმანიის გამორჩეული ინტერესის გამოხატულებაა. ის წარმოაჩენს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნისთვის საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ვიზიტს, როგორც გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას, ისე განვიხილავთ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში და მნიშვნელოვანი სამხედრო გამოწვევების ფონზე. ვაფასებთ, რომ გერმანია საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც ევროპისადმი საქართველოს უპირობო კუთვნილება გაამყარა და ქვეყანას ევროკავშირის წევრობისკენ ფორმალურად გაუხსნა გზა.

დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკვანძო თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. კოლეგას ის ინტენსიური სამუშაო გავაცანი, რაც ევროკომიტეტის 12 რეკომენდაციის შესრულებისას გავწიეთ. მათი უმრავლესობა შესრულებულია და რჩება რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესს სამართლიანად და დამსახურებულად შეაფასებენ და საქართველო და ევროკავშირი ისტორიულ გადაწყვეტილებას ერთად ვიზეიმებთ.

ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების გზით, ევროკავშირთან ფართო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სექტორულ ინტეგრაციას. ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტში, მისასალმებელია, აქცენტი, რომელიც პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობას გულისხმობს. დოკუმენტი ცალსახად აღიარებს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობას ევროპისთვის.

კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. ბუნებრივია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და უსაფრთხოების საგანგაშო გარემო დეტალურად განვიხილეთ. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით იქ არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ შევეხეთ. აღსანიშნავია, რომ მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზს უშუალოდ ეწვევა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსურს, გერმანიის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილს განსაკუთრებით ვაფასებთ. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზას ადგას და ამ პროცესი გერმანიისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლიერია.

რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ, ხაზი გავუსვით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური ფუნქციონირების კრიტიკულ მნიშვნელობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საწინდარი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში, „ITB ბერლინი 2023-ში“ საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იქნება.

„შეხვედრაზე, ბუნებრივია, ორმხრივ ურთიერთობებს შევეხეთ და განვიხილეთ საერთო გეგმები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანას ემსახურება. ჩამოყალიბებულია მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა. ჩვენ დღეს ერთმანეთს დავუდასტურეთ მზაობა, შევუწყოთ ხელი იმ დამატებითი პოტენციალის ათვისებას, რაც არაერთი მიმართულებით იკვეთება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საწინდარი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში, „ITB ბერლინი 2023-ში“ საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იქნება. ეს გერმანიაში ჩვენი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა იყო.

მინისტრო, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში იმყოფებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ვიზიტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახალ იმპულსს მოიტანს. მეორე მხრივ, თქვენი ვიზიტი საქართველოს იმ ძალია მნიშვნელოვანი მიმართულებით დაეხმარება, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი