თამარ კორძაია  პრემიერს - დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებით, რომელსაც კრიმინალების მფარველს ეძახით - როგორ აპირებთ კრიმინალების მფარველ მინისტრთან საუბარს?

დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებით, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელმაც ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 1 300 000 ევრო გამოგვიყო და აქ მათ კრიმინალების მფარველს ეძახით. როგორ აპირებთ კრიმინალების მფარველ მინისტრთან საუბარს, საინტერესოა, - ამ კითხვით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ის, რომ საქართველოს დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ აქვს, ეს იმ განცხადებების ბრალია, რასაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან აკეთებს.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილობითი დოკუმენტები მის ზეპირ საუბარს არ ემთხვევა.

„ბატონო პრემიერო, თქვენი წერილობითი დოკუმენტი, უკვე მერამდენედ, თქვენს ზეპირ საუბარს აცდენილია. მე-15 გვერდზე ამბობთ, რომ ევროპისთვის, უსაფრთხოების სფეროში, სანდო პარტნიორები ვართ. მე-20 და 21-ე გვერდზე ძალიან დეტალურად წერთ, თუ რა ტიპის პარტნიორობა გაქვთ ნატოსა და ევროკავშირთან. ერთ-ერთ პუნქტად მითითებული გაქვთ, რა ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც ამ წუთას კრიმინალური უწოდეთ.

დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებით, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელმაც ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 1 300 000 ევრო გამოგვიყო და აქ მათ კრიმინალების მფარველს ეძახით. როგორ აპირებთ კრიმინალების მფარველ მინისტრთან საუბარს, საინტერესოა. როდესაც საუბრობთ, რომ ჩვენ სტატუსს მოლდოვასა და უკრაინაზე მეტად ვიმსახურებდით, მე გეთანხმებით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ იმაზე, რატომ არ გვაქვს სტატუსი. იქნებ, ეს ისეთი განცხადებების გამოა, როგორსაც ამ ტრიბუნიდან თქვენ ამ წუთას აკეთებდით.

ევროპელი პარტნიორები გვთხოვენ, რომ არ მივიღოთ რუსული კანონი და თქვენ ამას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დეზინფორმაციას უწოდებთ. ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვაქვს დღეს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა