ირაკლი ღარიბაშვილი - გვიკიჟინებენ, უკრაინის ომის გამო რუსეთს ეკონომიკური სანქციები დავუწესოთ, დავანგრიოთ ეკონომიკა, ვაზარალოთ მოსახლეობა, ეს არის უბედურება და ტრაგედია

დღეს გვიკიჟინებენ, რომ უკრაინის ომის გამო, ჩვენ დავუწესოთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები, დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა, ვაზარალოთ მოსახლეობა, ჩვენი მილიონობით მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, აი, ეს არის ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ე.წ. ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა გამოსვლისას განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

„კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს [„ნაციონალური მოძრაობამ“] ქვეყანა, როგორ ჩაგრეს, აწამეს და დატანჯეს ჩვენი ხალხი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუს ოკუპანტს . რუსეთის ბოლო ჯარი ქვეყნიდან გავიდა 2007 წელს. რამდენიმე თვეში, ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი] და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არ გაჩერდა და კიდევ უფრო ძლიერად დააბრუნეს. ბაზები ააშენებინეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მანამდე ხომ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ ჩვენ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს. გესმით ხომ რამხელა უზნეობა, ამორალური და ანტიეროვნული, მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა. ომში რა გვაჩვენა და რა სახე გვაჩვენა, ყველამ კარგად იცის. ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთს. დღეს, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, გვეუბნებიან, ჩვენ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი რუსებისთვის, რომელიც თავად გააუქმეს ჩვენი ომის შემდეგ. ვკითხე, ვის ემსახურებით-მეთქი, რომ გაუკვირდათ. რომელ ქვეყანას ემსახურებიან. უბედურება და ტრაგედია არ არის, რომ კაცი [მიხეილ სააკაშვილი] 9 წელი პრეზიდენტი იყო, თავისი ნებით დათმო ქართული პასპორტი და ახლა, რამდენიმე კვირის წინ ჩართვაზე განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქე იყო და საუბარი უკრაინულად დაიწყო, თარჯიმანი მოითხოვა. რატომ ვიმეორებ ამ ყველაფერს, ომის შემდეგ, ისევ სააკაშვილის ხელისუფლებამ კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ინფრასტრუქტურა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა და სავიზო რეჟიმი გააუქმა. დღეს გვეუბნებიან, რომ გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ტურისტებისთვის და შევწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. მოდი, საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ ომის შემდეგ, როცა რუსეთმა გააგრძელა სამხედრო ბაზების მშენებლობა საქართველოში, მომხდარიყო საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზება, მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტების, ზოგიერთი ევროპარლამენტარის და ა.შ, რომლებიც დღეს გამოდიან და ლექციებს გვიკითხავენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაწესებულიყო. საერთოდ ვინმემ რამე გააკეთეთ ამ მიმართულებით? - არავითარი. მცდელობაც კი არ გვახსოვს არავის. დღეს გვიკიჟინებენ, რომ უკრაინის ომის გამო, ჩვენ დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები, დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა, ვაზარალოთ ჩვენი მოსახლეობა, ხალხი, ჩვენი მილიონობით მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, აი, ეს არის ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია. თუმცა, ეს არის სრული ლუსტრირება იმის, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური ოპონენტი“,-განაცხადა პრემიერმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება