ბექა ლილუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - 40 წუთის განმავლობაში რუსეთი ერთხელაც არ გიხსენებიათ აგრესორი ქვეყნის კონტექსტში - მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია!

40 წუთის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი აგრესორი ქვეყნის კონტექსტში - მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია,- ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ღარიბაშვილმა საკუთარი გამოსვლისას პროპაგანდისტ „სიმონიანების“ ფუნქცია შეასრულა.

„40 წუთის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი აგრესორი ქვეყნის კონტექსტში. ახსენეთ დიდი გამოწვევა, საბრძოლო მოქმედებები, ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო - მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თქვენ თქვენი ფუნქცია ფანტასტიკურად შეასრულეთ, ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშების გაღვივება. ეს ფუნქცია გქონდათ, „სიმონიანები“ რომ აცხადებენ ხოლმე რუსეთის პროპაგანდისტული არხებიდან, რომ თბილისის მიმართულებით რაკეტები გამოფრინდება, ეს ფუნქცია შეასრულეთ - თქვით რადიკალებზე, ექსტრემისტებზე, ახალგაზრდებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს, საკუთარი მომავლის წართმევასთან მიმართებით. საზოგადოებაში შიშის გაღვივება, საზოგადოების დაპირისპირება, ამ მოტივებზე დაფუძნებული რიტორიკა ყოველთვის რუსეთის საქმე იქნება, ეს ასეა, როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ შეცვალოთ“,- მიმართა ბექა ლილუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი