გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სისუსტე კი არა სიძლიერეა, როცა კრიტიკას მიიღებ და შენიშვნებს შეასრულებ - უცხოური აგენტების კანონპროექტზე იყო კრიტიკა და კარგია, რომ გაწვევა მოხდა, ეს არის ერთადერთი მართებული გზა

მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, როდესაც მიიღებ კრიტიკას და შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს - იყო კრიტიკა უცხოური აგენტების კანონპროექტზე და კარგია, რომ მოხდა გაწვევა, ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენ ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ეს კრიტიკა ხაზს უსვამს იმას, რამდენად სურს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანება.

„უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას, ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის სურვილი ევროკავშირში შესვლისა“,- განაცხადა ბერბოკმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ განიცადა უდიდესი პროგრესი გასული წლების განმავლობაში.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველომ განიცადა უდიდესი პროგრესი გასული წლების განმავლობაში. რა მდგომარეობაშია საქართველო?! რუსული სამხედრო ქვედანაყოფები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ ამისთვის მივდივარ ადმინისტრაციულ საზღვართან, რათა დავრწმუნდე ამაში. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს გასული წლების განმავლობაში და ასევე, მკაფიო პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისა, რუსული აგრესიული ომის მიმართ“,- განაცხადა ბერბოკმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება