ილია დარჩიაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ეხება ქვეყნის  დაახლოებას ევროკავშირთან და კარგი იქნება, თუ თავს შევიკავებთ კონკრეტული ადამიანების მისამართით კანონის მიღების დაკავშირებისგან

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან და ამ საკითხის სხვანაირ პრიზმაში დანახვისგან და კონკრეტული ადამიანების მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან, კარგი იქნება თუ ყველა თავს შევიკავებთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც კითხვა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით დასვა: „კანონპროექტში, მათ შორის იგულისხმება, პირველ რიგში, ბატონი ივანიშვილი და ის, რომ აღარ არსებობდეს მნიშვნელოვანი კავშირები ამ პიროვნებასთან. რა კეთდება ამ თვალსაზრისით, რათა ევროსტრუქტურები დაარწმუნოთ იმაში, რომ ამ თვალსაზრისითაც ყველაფერი კეთდება“?

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმა ეხება საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებას და ამ 12 პუნქტის შესრულების გზით საქართველო მიაღწევს მიზანს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს 12 -პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და მათ შორის ის კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან და მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ამ საკითხის სხვანაირ პრიზმაში დანახვისგან და კონკრეტული ადამიანების მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან, კარგი იქნება თუ ყველა თავს შევიკავებთ, რადგან ეს 12 პუნქტი და მათ შორის კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელზეც, როგორც ვთქვით, უკვე სულ ახლახან მივიღეთ ვენეციის კომისიის დასკვნები, ეხება ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცესთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულების გზით, საქართველო მიაღწევს მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილტვით“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება