ლევან ხაბეიშვილი - მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ „რუსული ოცნება“ არ გვინდა და საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროკავშირშია

9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველზე, მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომ არ გვინდა „რუსული ოცნება“ და საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროკავშირშია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და რეგიონული ხელმძღვანელი, გიორგი ბოტკოველი ფოთში იმყოფებოდნენ, სადაც 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ბროშურები დაარიგეს და მოქალაქეები აქციაზე მიიწვიეს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, 9 აპრილს ქართველმა ხალხმა კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია და ამის ნაცვლად, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იქნება. მისი თქმით, ეს ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება;

„ეს ხალხი არ აპირებს „რუსულ ოცნებას“ დაუთმოს ეს ქვეყანა და გადააქციოს რუსულ გუბერნიად. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, თითოეულმა ადამიანმა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა იბრძოლოს.

მისივე თქმით, 9 აპრილს სახლში არავინ უნდა დარჩეს.

„დღეს ფოთში, გუშინ სენაკში, მარტვილში და სხვადასხვა ქალაქებში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ ხალხისთვის, ამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა უმეტესი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძოლოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. არცერთი ადამიანი არ დარჩეს სახლში იმ პროტესტისთვის, რომელიც იქნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ, დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით ადამიანებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს გადავცემთ და ამით კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ თითოეული ადამიანის გარეთ ყოფნა პროტესტის დროს, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. დღეს ბიძინა ივანიშვილს და „რუსულ ოცნებას“ რისიც ეშინიათ, არის ხალხის პროტესტი და ხალხის ძალა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება