მიხეილ დაუშვილი პრემიერს - კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე და მოკავშირეებისგან ქვეყნის დაშორებაზე თქვენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გეკისრებათ

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებდა და დღესაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამ სტატუსს იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები. სტატუსი რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს, ამის მთავარი ბრალეულობა გეკისრებათ თქვენ და „ოცნების“ ხელისუფლებას. სრული პასუხისმგებლობა სტატუსის ვერმიღებაზე და ჩვენს დაშორებაზე მეგობრებისგან, მოკავშირეებისგან და, შესაბამისად, რუსეთთან დაახლოებაზე, გეკისრებათ თქვენ, გეკისრებათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მისი თქმით, იმისათვის, რომ აძლიერებდე თავდაცვისუნარიანობას, იცავდე შენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამეა საჭირო, რაც არ ჩანს მთავრობისგან და ზოგადად, ხელისუფლებისგან.

„იმისათვის, რომ მშვიდობა, დამოუკიდებლობა შეინარჩუნო, ჯერ უნდა ამბობდე ვინ არის მტერი. მტერს უნდა არქმევდე თავის სახელს. ნომერი პირველი პრობლემა არის ის, რომ დღეს თქვენი ხელისუფლების პირობებში ვერც მოქალაქეებს და ვერავის გაგვიგია ვინ მტერია და ვინ - მოყვარე. ცალსახად უნდა დაერქვას, რომ ამ ქვეყანაში მტერი არის რუსეთის ფედერაცია და მოყვარე არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, ჩვენი მეგობრები, ევროკავშირი, შეერთებული შტატები. სანამ ამას არ გააკეთებთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იქნება უდიდესი რისკების ქვეშ, ვინაიდან ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორი არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები და სხვა არავინ. ამიტომ, მთავარი ზღუდე გადის იმაზე, რომ დღე და ღამეს მათ ლანძღვა-გინებაში კი არ უნდა ატარებდეთ, არამედ ყველაფერს უნდა აკეთებდეთ, რომ ჩვენ დღეს ყველაზე ახლოს ვიყოთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებთან და მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის