ილია დარჩიაშვილი - საქართველო -რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით, რომელსაც ჩვენ ვეძახით „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“

საქართველო -რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით, რომელსაც ჩვენ ვეძახით „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიის პირველ დიპლომატთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ დაწყებულ საუბრებს შეეხებოდა.

დარჩიაშვილის განმარტებით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო მის პარტნიორებთან ერთად რუსულ მხარეს ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ესაუბრება.

„ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომუნიკაცია და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც ეხება მოქალაქეებს და მეორე, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოგვცეს კონკრეტული შედეგები",- განაცხადა მინისტრმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება