პრემიერი - ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები ბრიუსელში დადიოდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო უვიზო რეჟიმი, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირდაპირი მტრობაა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, არაფერს აკეთებს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში.

„ეხლა რაც შეეხება სტატუსს და ზოგადად სტატუსის ამ გზაზე მოქმედ ქვეყნის მტრებს, მე ასე დავარქმევდი. მტერია ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, ოპოზიცია და დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს. მტრობა არის ის, რომ დადიხართ, თქვენ არ ვიცი, მაგრამ თქვენი კოლეგები ბრიუსელში და აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობა არის ის, როდესაც, მახსოვს ძალიან კარგად, ბრიუსელში დადიოდა თავად ბატონი სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები, თქვენი კოლეგები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. აი ეს არის მტრობა და ამ მტრობაში, მტრულ საქმეში , რა თქმა უნდა, ჩართული გყავთ თქვენს მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით აკეთებენ აი ამ დაკვეთას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების პირდაპირი მტრობა. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გაგვეცით პასუხი თქვენს ერთადერთ პირობაზე, რეკომენდაციაზე რას აკეთებთ?! რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეამციროთ პოლარიზაცია?! არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და თქვენც ხართ ჩართული და მონაწილე ამ შეთქმულების, მე ასე ვიტყოდი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა