პრემიერი - კეზერაშვილის და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია,  ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ევროპარლამენტარების მიერ ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ შეფასებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეზერაშვილის მსგავსად, გვარამიაც დამნაშავეა. მისი თქმით, გვარამიამ კერძო კომპანიას 5 მილიონზე მეტის ზარალი მიაყენა, თუმცა ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ გვარამიაც მათი კრიმინალია და არ აინტერესებთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილის და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება საქართველოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია, "ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა".

„ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს „მედია მენეჯერის“, გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. ვინ არის გვარამია, შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო აი ამ დანაშაულებრივი სისტემის, იგი იყო პროკურორის მოადგილე, პირდაპირ იყო ჩართული მაგალითად „იმედის“ წართმევის საქმეში, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება. ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ისიც არის ჩვენი კრიმინალი. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთი გამოსვლაში და პირდაპირ დავუკავშირე მათი ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი „მეხუთე კოლონის“ დესტრუქციულ ქმედებებს და ვთქვი, რომ სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდიან ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრები ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება