თინა ბოკუჩავა პრემიერს - ან ხართ რუსეთისკენ ან დასავლეთისკენ, ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ - თქვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთეთ

ყველა ტრიბუნასთან თქვენ ირჩევთ შეურაცხყოფისა და სიძულვილის ტონს. ეს არის ძალიან სამწუხარო და ნამდვილად არ შეეფერება ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პარლამენტში

ინტერპელაციის წესით უსმენენ.

თინა ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება წამებაში კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ასამარებს.

„ეს მეტყველებს თქვენზე და არა თქვენს ოპონენტებზე. ეს მეტყველებს ივანიშვილზე და არა ნებისმიერ სხვაზე იმიტომ, რომ იცით, პრემიერ-მინისტრად აგირჩიათ ივანიშვილმა და არა ქართველმა ხალხმა. აგირჩიათ ივანიშვილმა და არა თუნდაც იმ პარლამენტარებმა, რომლებიც დღეს აქ წარმოდგენილები არიან. სწორედ ისე გაგისტუმრებთ ერთ დღეს, როგორც ერთხელ უკვე გაგისტუმრათ, როდესაც ყველაზე ბინძური საქმეებისთვის აღარ დასჭირდებით. ამ მონაკვეთში სჭირდებოდა მას სწორედ ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნებოდა მორჩილების ისეთი ხარისხი, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ იმისთვის, რომ წამებაში მოეკლა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი დაესამარებინა. ეს არის ორი ყველაზე ბინძური დავალება, რომელიც ივანიშვილმა გასცა და სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც მზად არის ამას ხელი მოაწეროს. ასეთი აღმოჩნდით თქვენ“, - მიმართა ბოკუჩავამ პრემიერს.

მისი შეფასებით, ახალგაზრდები იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელისუფლება ასამარებს.

„დღეს უნდა არსებობდეს ერთადერთი გამყოფი ხაზი-ან ხართ რუსეთისკენ ან დასავლეთისკენ. ან ხართ მტრისკენ, ან ხართ მოყვარისკენ. ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ, საერთაშორისო დამნაშავისკენ. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა „რუსულმა ოცნებამ“ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, მაგრამ დღეს ეს არჩევანი ყველაზე ცხადი გახდა. დღეს ამ არჩევანს ცხადად ხედავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ყველაზე ცხადად ხედავენ ამას ახალგაზრდები, რომელთა თავისუფლებისკენ სწრაფვა თქვენთვის ყველაზე მიუღებელია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს