ხატია დეკანოიძე პრემიერს - წაგიკითხავთ მაია სანდუს სიტყვებს: „მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოსახლეობა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავს უკრაინა და ვიდრე უკრაინა იბრძვის, არ არსებობს მოლდოვაში ომის საფრთხე“

როდესაც საუბრობთ, რომ მოლდოვაში არის ომის საფრთხე, წაგიკითხავთ მაია სანდუს სიტყვებს: „მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოსახლეობა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავს უკრაინა და ვიდრე უკრაინა იბრძვის, არ არსებობს მოლდოვაში ომის საფრთხე“,- ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, თქვენ არ ხართ ნამდვილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის მეთაური,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

დეკანოიძის განცხადებით, ღარიბაშვილი ატერორებს საკუთარ მოსახლეობას და შიშს თესავს.

„მე მინდა, ტყუილებში გამხილოთ და პირველი ტყუილი, რომელიც თქვენ თქვით, ეს ეხება მოლდოვას. თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც აქ იდექით ტრიბუნასთან და არა მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეებს აშინებთ ომით და მე გეტყვით, როგორ იქცევა ქვეყნის მეთაური, რომელიც არის ნამდვილი წინამძღოლი მოსახლეობისა. როდესაც საუბრობთ, რომ მოლდოვაში არის ომის საფრთხე, მე წაგიკითხავთ მაია სანდუს სიტყვებს: „მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოსახლეობა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავს უკრაინა და სანამ უკრაინა იბრძვის, არ არსებობს მოლდოვაში ომის საფრთხე“. ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, თქვენ არ ხართ ნამდვილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის მეთაური, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ატერორებს, შიშს თესავს და ისიც ვერ გაგიბედიათ და ვერ გითქვამთ, რომ რუსეთი დასუსტდა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მან ამასთან მიმართა პრემიერს, მაშინ როდესაც ის ამაყობს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით, მოიძიოს ვინ არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით.

„მეორე ტყუილი, როდესაც აქ საუბრობთ და თითქოს ამაყობთ, რომ ასოცირების შეთანხმებაა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა და ა.შ. კარგად მოიკითხეთ, რომელია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით. ის ქვეყანა, რომლის ხსენებასაც თქვენ ვერ ბედავთ საერთოდ და ეს არის რუსეთი. როდესაც თქვენ საქართველოს აბრალებთ ომის დაწყებას, მაშინ, როდესაც ჰააგამ დაამტკიცა ეს, ზუსტად ეს არის ის, რასაც რეალობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა ჰქვია. თქვენ არ გადარებთ მაია სანდუს ნამდვილად, ძალიან შორს ხართ მაიასგან, ძალიან შორს ხართ ეროვნული ინტერესებისგან, ღმერთმა დაგიფაროთ კი არა ძალიან შორს ხართ და იცით რას შეგადარეს თქვენ ?! როდესაც უმრავლესობა პარლამენტიდან გაიპარა, რუსული კანონი რომ მიიღეს, რუსთაველზე ათი ათასობით ადამიანი რას სკანდირებდა და რას გადარებდა თუ გახსოვთ?! მაია სანდუს კი არ გადარებდათ, სკანდირებდნენ: რუსები! აი, ამას გადარებდნენ თქვენ საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ, როდესაც ანარქისტებს უწოდებთ იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს - ფრანკლინის კლუბი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩემი 15 წლის ძმისშვილი გოგო დადის ფრანკლინის კლუბში, თქვენ ამ ბავშვებზე, ვისაც უნდათ განათლება, ამბობთ, რომ არიან ანარქისტები და სატანისტები და ეს ბავშვები და ახალგაზრდები გამოგიტანენ განაჩენს და ეს იქნება ძალიან მალე“,- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის