პრემიერი - ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, ბოლო 2 წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით, ერთ სულ მოსახლეზე ეს გამოდის 8 000 დოლარი

ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით.

„მინდა ვთქვა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენ ბოლო ორი წელი გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს გამოდის უკვე 8 000 დოლარი, წელს ასე იქნება ყოველ შემთხვევაში. შენარჩუნებული არის მშვიდობა, სტაბილურობა, და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ეს არის საკითხები, რომელზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია და კითხვების ავტორები უნდა ფიქრობდნენ. მე მინდა, მათი პოზიცია გავიგო, როგორ აფასებენ ჩვენი დესტრუქციული, ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონის რადიკალურ ექსტრემისტულ მოქმედებებს და უწოდებენ თუ არა ისინი საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება