ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, გაერო-ს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტთან საქართველოს წარმომადგენლის შეხვედრა, საბჭოს არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა.

"შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით გაეროს მთავარი დარგობრივი საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარების მნიშვნელობაზე.

მინისტრმა მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, გააცნო მას ქვეყნის მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის გრძელვადიანი გეგმა, რასაც, ლოიკ ფოშონმა მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრის მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გააღრმაონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მართვისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება