ვასილ ურუშაძე - უზენაესმა სასამართლომ ოლიგარქიული კლანის პოლიტიკური დავალება შეასრულა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრის, ვასილ ურუშაძის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ ოლიგარქიული კლანის პოლიტიკური დავალება შეასრულა, როცა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელე უჩა მამაცაშვილი მოპასუხე მხარისგან საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაულის ე.წ. ქოლცენტრების და ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიების შესახებ გავრცელებული განცხადებების უარყოფასა და მიღებული სულიერი ტკივილის სანაცვლოდ, 150 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა.

„უზენაესმა სასამართლომ ოლიგარქიული კლანის პოლიტიკური დავალება შეასრულა. ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის გაცხადებული მიზანია კორუფციაზე მომუშავე ორგანიზაციების გაჩუმება და განადგურება, ფინანსური სანქციების დაკისრება და საქმიანობის შეზღუდვა, რასაც ის ვერასდროს ეღირსება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

თავის მხრივ, როგორც „ანტიკორუფციული მოძრაობის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, დავა ევროპის სასამართლოში გაგრძელდება, სადაც ბიძინა ივანიშვილის კლანს ხელი არ მიუწვდება.

„მიღებული გადაწყვეტილებით ივანიშვილის კორპორაციად ქცეულმა სასამართლომ, ფაქტობრივად, სამართლებრივად გააფორმა ავტორიტარული და კლანური მმართველობა, თუმცა ჩვენ დავას გავაგრძელებთ ევროპის სასამართლოში, სადაც ივანიშვილის კლანს ხელი არ მიუწვდება და საქმეზე სამართლებრივი ჭეშმარიტება მარტივად დადგინდება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„პირველი ინსტანციის მოსამართლემ გოჩა დიდავამ, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: მოპასუხეებს გაკეთებული განცხადებების უარყოფა და უჩა მამაცაშვილის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის სანაცვლოდ 5 000 – 5000 ათასის გადახდა დააკისრა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სარჩელთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გაუზიარა, სადაც სარჩელის პოლიტიკურ მოტივაციაზე, მოპასუხეთა დევნის მიზანზე და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლებადამცველთა საქმიანობის შეზღუდვის მძიმე სამართლებრივ შედეგსა და მსუსხავ ეფექტზე გააკეთა განმარტება.

მამაცაშვილის სამოქალაქო სარჩელის განხილვას საერთო სასამართლოში მონიტორინგს უწევდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“, - ნათქვამია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო