პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაპირისპირებით დასრულდა - დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი და უწმაწური რეპლიკებით მიმართეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

დაპირისპირება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძისადმი გაკეთებულ შეფასებას მოჰყვა. დასკვითი სიტყვის ბოლოს ღარიბაშვილმა სანიკიძეს მიმართა, მას “მოღალატე“ და გამყიდველი“ უწოდა და ისიც განაცხადა, რომ გუბაზ სანიკიძე 100 ათასს დოლარად გაიყიდა.

აღნიშნულის საპასუხოდ სანიკიძემ პრემიერის მისამართით შეიგინა.

სანიკიძის პრემიერისადმი მიმართვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მას უწმაწური სიტყვებით მიმართეს, ამასთან, „ფარჩაკი“, „ნაძირალა“ და „მაიმუნი“ უწოდეს.

პლენარულ სხდომაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურად დაპირისპირების მცდელობას, თუმცა მანდატურების ჩარევის შედეგად ეს ვერ შესძლეს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა